ვეტერანებს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მთავრობის წარმომადგენლები სამეგრელოში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ. შეხვედრას ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, იმერეთის გუბერნატორი, გენერალი შავლეგო ტაბატაძე, გენერალი კობა კობალაძე, პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აფხაზეთისა და ცხინვალის ომი გაიხსენეს და საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მთავრობის წარმომადგენლებმა ვეტერანთა და დევნილთა წინაშე სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს და იმ პრობლემებით დაინტერესდნენ, რომლებიც ადგილობრივ ვეტერანებს აწუხებთ და მათ გადასაჭრელად საჭირო, შესაბამისი ღონისძიებები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს, მთავრობის წარმოამდგენლებმა ვეტარენებს მადლობა გადაუხადეს ქვეყნისათვის გაწეული ღვაწლისა და თავდადებისთვის.

Visited 165 times, 1 visit(s) today