ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გია ვოლსკი პრეზიდენტს ურჩევს, “საკონსტიტუციო სასამარლოს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას ვეტო არ დაადოს.
მისი თქმით, უმრავლესობამ არა პოლიტიკური, არამედ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ კანონპროეექტს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა მის დასაძლევად მზად არის.

“ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს. მედიასაშუალებების მხრიდან ბევრი არასწორი ინფორმაცია იქნა გავრცელებული. პრეზიდენტმა არ უნდა გადაუხვიოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. არის საკითხები, სადაც რაციონალური გადაწყვეტილება უფრო საჭიროა, ვიდრე პოლიტიკური შინაარსის გადაწყვეტილება. ჩვენ სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და ვფიქრობ, ეს პრეზიდენტისთვისაც გასაგები უნდა იყოს,” – აცხადებს ვოლსკი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ პრეზიდენტმა მაინც გამოიყენა ვეტოს დადების უფლება, დაძლევს თუ არა მას უმრავლესობა?, დეპუტატმა აღნიშნა: “რასაკვირველია, დავძლევთ ვეტოს”.

Visited 132 times, 1 visit(s) today