ვიზალიბერალიზაცია საერთო საკითხი უნდა იყოს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვიზალიბერალიზაცია არის პროექტი, რომელიც ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ჰაიდი ჰაუტალამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკური ძალისთვის ეს საკითხი უნდა იყოს საერთო.
“ეს არის პროექტი, რომელიც ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანია. ეს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის საერთო საკითხი უნდა იყოს. მე მჯერა, რომ ევროპარლამენტშიც ყველა პოლიტიკური ჯგუფი ამ გადაწყვეტილების მიმართ პასუხისმგებლობას გამოიჩენს”, – აღნიშნა მან.
ჰაიდი ჰაუტალამ ასევე დავით უსუფაშვილთან შეხვედრაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებს სურთ დაინახონ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს.

“პარლამენტის სპიკერთან შეხვედრა იყო შედეგიანი. მან აგვიხსნა, თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო კანონმდებლობის შეცვლის პროცესი და თუ რა წინადადებებია წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც ევროპარლამენტის იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებს გვაქვს დიდი ინტერესი დავინახოთ, რომ რეფორმები მიმდინარეობს. ჩემი შთაბეჭდილებით ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა არის. ეს იყო მეგობრული შეხვედრა. გაკეთდა დასკვნა, რომ ჩვენი საპარლამენტთაშორისო კავშირები ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ევროპარლამენტიდან შეგვიძლია სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ საქართველოს ასოცირების პროცესთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მან.

Visited 120 times, 1 visit(s) today