ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის იერსახეზე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქის იერსახის შესაცვლელად შეიძინა ყვავილების ნერგები, რითაც დამშვენდა და გალამაზდა დუშეთის ცენტრი. დაირგო თეთრი და წითელი ფერის ბეგონიები. რამდენიმე დღეში, მათ რიცხვს შეემატება ჰოლანდიური ყვავილი „ინპანტიესი“.
„ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ქალაქი სუფთა და ლამაზი იყოს, რისთვისაც ძალასა და ენერგიას არ ვიშურებთ“-განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების გაერთიანების უფროსმა- გოდერძი შერმადინმა.

Visited 216 times, 1 visit(s) today