ვიზუალურ სტანდარტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აბრებზე და ვიტრინებზე ქართული ანბანის გამოყენებას. „ეს ახალი, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია თავისი ვიზუალური სტანდარტი. თბილისში ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, რომ ქართულ ანბანს არ იყენებენ ან თუ არის გამოყენებული – ძალიან უმნიშვნელოდ. მე არავის ვეწინააღმდეგები, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს ჩვენს ქალაქში, განახორციელოს ინვესტიციები, დაასაქმოს ხალხი – ეს მისასალმებელია, თუმცა ვიზუალურ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული ანბანის გამოყენებას. ეს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია” – განაცხადა კახა კალაძემ.

Visited 164 times, 1 visit(s) today