ვიქტორ დოლიძემ ადგილობრივი თვითმმართველობებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ადგილობრივი თვითმმართველობებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია გიგიაშვილი ესწრებოდნენ.
მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა ვიზალიბერალიზაცია და ისაუბრა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის თავისებურებებზე. შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში ჩაიარა.
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით.
მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში – ანუ ნებისმიერი 6 თვიდან 3 თვეს.

Visited 168 times, 1 visit(s) today