ვიქტორ დოლიძე ევროპა-უკრაინის ფორუმზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„თავდაცვის ხაზი ახლა უკრაინაზე გადის, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რაც ხდება დღეს ამ ქვეყანაში”-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროპა-უკრაინის ფორუმზე, სადაც სახელმწიფო მინისტრი სპეციალური სტუმრის სტატუსით სიტყვით გამოვიდა სესიაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა-რა ცვლილებები გვჭირდება?”.
ვიქტორ დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. აგრეთვე, სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის მიერ დაფიქსირებულ პროგრესზე, განხორციელებულ რეფორმებზე, ასოცირების შეთანხმების იმპლიმენტაციის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

ევროპა-უკრაინის ფორუმი მეათედ იმართება. წელს ფორუმს პოლონეთში ქალაქი რჟეშუვი მასპინძლობს. მიმდინარე წლის ღონისძიების დევიზია- „შესაძლებლებობები, რომელიც არ უნდა დაიკარგოს”. გამომსვლელები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უკრაინის ეკონომიკური პოტენციალის საკვანძო საკითხები, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ასევე, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების გავლენა ხალხთა შორის ურთიერთობაზე.

Visited 210 times, 1 visit(s) today