ვიქტორ დოლიძე იანოშ ჰერმანს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ვიზა, რომ არის უახლოესი გადაწყვეტილების მიღების თემა, ამაზე ბუნებრივია კვლავ ვთანხმდებით. ჩვენ ყოველდღიურად ველოდებით პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას. განწყობები არის ძალიან პოზიტიური. ყველა ამბობს იმას, რომ საქართველომ ზედმიწევნით სწორად შეასრულა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა დირექტივა და კრიტერიუმი. ჩვენ ველოდებით რაც შეიძლება დროულად გადაწყვეტილების მიღებას.”- განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, ელჩთან იანოშ ჰერმანთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული გაცნობითი შეხვედრის შემდეგ. ვიქტორ დოლიძემ და იანოშ ჰერმანმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამუშაო, დაფიქსირებული პროგრესი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის წარმატებით ჩატარებული სხდომა, სადაც, ევროკავშირის მხარიდან, ასევე, მაღალი შეფასება დაიმსახურა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. „ჩვენ დახმარებებზე გავამახვილეთ ყურადღება. გვინდა, რომ აპრობირებულ იქნას აბსოლუტურად ყველა სფეროში, როგორიც არის განათლების სფერო, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და მათ შორის ენერგეტიკის სფერო. ჩვენ უკვე გავხდით ევროპის ენერგო ქარტიის მონაწილე ქვეყანა და ბუნებრივია კონკრეტულ თანხებზე არის საუბარი. ამას პრიორიტიზირება, სწორი კოორდინაცია დასჭირდება ქვეყნის შიგნით, რადგან იდენტიფიცირებულ იქნას ძირითადი სფეროები“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

Visited 174 times, 1 visit(s) today