ვიქტორ დოლიძე მოხსენებით გამოვიდა ააიპ-ის HUB GEORGIA ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე მოხსენებით გამოვიდა ააიპ-ის HUB GEORGIA ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე: ,,ვიზა ლიბერალიზაცია და გამოწვევები ავიაციის სფეროში“.
სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მნიშვნელობას. ,,ბუნებრივია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესს თავისი რისკები აქვს. ამიტომ ვითვალისწინებთ ამ რისკებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, განსაკუთრებით ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, არამარტო ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, არამედ ყველა ყველა იმ სეგმენტის წარმომადგენლისთვის, რომლებიც ჩართული იქნებიან ამ პროცესებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კოორდინირებულად და ერთსულოვნად მოქმედებდეს ამ პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი კონსოლიდირებული და სწორი მოქმედებებით ჩვენ თავიდან ავიცილებთ იმ რისკებს, რომლებიც შესაძლებელია წარმოიშვას უვიზო მიმოსვლის დაწყებისთანავე.“- განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.

Visited 209 times, 1 visit(s) today