ვიქტორ დოლიძე OLAF-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ოფისის დირექტორი ევროკავშირში, რომელიც წარმოადგენს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ე.წ. OLAF-ის გენერალურ დირექტორს. ბატონი კესლერი თავად გამოირჩევა ძალიან სერიოზული წარმატებით თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, მათ შორის, მის ქვეყნაში, იტალიაში. სერიოზული რეფორმები გაატარა ამ კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია მისი პირველი ვიზიტი საქართველოში, რათა მის კოლეგებთან და ჩვენთან ერთად შეაფასოს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოვება და ჩვენ, როგორც ფორმალურ, ასევე, არაფორმალურ ვითარებაში გვექნება საშუალება, რომ გავიაროთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და მოხარული ვართ, რომ იგი იმყოფება თბილისში.“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორთან ჯოვანი კესლერთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.

Visited 140 times, 1 visit(s) today