ვიცე-პრემიერმა და პარიზის რეგიონის დელეგაციამ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის, იგივე – პარიზის რეგიონის, დელეგაცია მიიღო. დელეგაციას რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი ჟერომ შარტიე ხელმძღვანელობს. მასთან ერთად, თანამშრომლობის სფეროები და შესაძლებლობები, ვიცე-პრემიერთან განიხილეს რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ანტუან ბარდონმა. მუნიციპალური თანამშრომლობის ფორმატში, მხარეებმა ისაუბრეს ურბანული დაგეგმარებისა და კურორტების განვითარების საკითხებზე. თანამშრომლობის სურვილი ასევე გამოითქვა ინვესტიციების მოზიდვის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და პროფესიული განათლების მიმართულებებით.

Visited 50 times, 1 visit(s) today