ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლი „სტიქია“ ზესტაფონში აქცია – კონცერტებს იწყებს.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის „სტიქია“ – ს აქცია კონცერტები დაიწყო. მუსიკალური აქცია ჯგუფის შემოქმედებითი ცხოვრების გაცნობას ემსახურება. პირველი შეხვედრა ჯგუფის წევრებმა ე. შალამბერიძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში გამართეს. ანსამბლმა აუდიტორიას ერთ საათიანი პროგრამა წარუდგინა. რეპერტუარში საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნილი ქართული და უცხოური სიმღერებია წარმოდგენილი. აქცია – კონცერტს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვახტან ღამბაშიძეც დაესწრო. ვოკალურ – ინსტრუმენტული ანსამბლის წევრები ერთმანეთს პირველად საქველმოქმედო კონცერტზე შეხვდნენ და ანსამბლის შექმნის იდეაც მაშინ გაჩნდა. დღეს ანსამბლი კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებობს. მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ ყინჩიყიძეა, ანსამბლი კი 15 წევრს აერთიანებს.

Visited 210 times, 1 visit(s) today