ვფიქრობთ, ასეთი სერიოზული მუშაობა მომავალშიც აუცილებელი იქნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის უფროსს, ვახტანგ გომელაურს, ტერორისტული აქტის აღკვეთის გამო, კიდევ ერთხელ მადლობას უხდის.
როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ვახტანგ გომელაურმა და მისმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს და სერიოზული საფრთხე აღკვეთეს.

„ვფიქრობთ, ასეთი სერიოზული მუშაობა მომავალშიც აუცილებელი იქნება, ვინაიდან რეგიონში უამრავი გამოწვევაა. მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობის მშვიდი ძილი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Visited 167 times, 1 visit(s) today