ზაზა ბოხუამ დაშავებულები მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში (ინგოროყვას კლინიკა) მყოფი დაშავებულები მოინახულა. კლინიკაში ამჟამად 11 პაციენტი გადის მკურნალობას. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბოლო მონაცემებით, სულ კლინიკებში გადაყვანილი იყო 240 პაციენტი, მათ შორის 80 პოლიციელი. ამ წუთისთვის სამედიცინო დაწესებულებებში 102 პაციენტი რჩება. დაშავებულებს საჭირო კვლევები უტარდებათ. ყველა კლინიკაში იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პაციენტების მდგომარეობას პირადად აკონტროლებენ.

Visited 139 times, 1 visit(s) today