ზაზა ბოხუა, ტრანსპლანტაციის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 13-17 მაისს, მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანია ორგანოთა გადანერგვის სფეროში მომზადებული, ევროდირექტივებთან თავსებადი ახალი კანონპროექტების შეფასება და გადახედვა. აღნიშნულ პროცესში სამინისტროსთან ერთად ჩართულია, დარგის ექსპერტები, ტრანსპლანტაციის ეროვნული საბჭოსა და საქართველოს ტრანსპლანტაციის ასოციაციის წევრები.
სამუშო შეხვედრის ფარგლებში მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა, ტრანსპლანტაციის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელს და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების ოფიცერს შეხვდა. ზაზა ბოხუამ, დიდი მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დელეგაციას, საქართველოში ორგანოთა გადანერგვის მიმართულებით მიმდინარე პროცესისი აქტიური მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის დელეგაციისა და სამინისტროს თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტიანი და ნაყოფიერი გახდება.
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველოში გათვალისწინებულია მთელი რიგი დირექტივები, მათ შორის ორგანოთა გადანერგვის მიმართულებით. აღნიშნული დირექტივების იმპლემენტაციის მიზნით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან – ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში.

Visited 144 times, 1 visit(s) today