ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით გუდაურში შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების საგენტოს“ (MTA), მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გუდაურში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ყველა იმ ოპერირებად უწყებასთან და კერძო სექტორთან, რომლებიც კურორტზე აქტიურად პოზიციონირებენ. შეხვედრაზე განხილული იყო სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და კოორდინირებული მუშაობის სტილი, რომელიც სამთო სათხილამურო კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრას დაესწრო მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთისა და ყაზბეგის მერები, მთის ტრასების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.

Visited 51 times, 1 visit(s) today