ზაქარია ენდელაძე ფერმერთა ასოციაცია ,,ერთობას” წარმომადგენლებს შეხვდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე ფერმერთა ასოციაცია ,,ერთობას” წარმომადგენლებს შეხვდა. ქართულ ფრანგული ერთობლივი პროგრამა „კავკასიური რძე“ მუშაობს 2011 წლიდან სამცხე-ჯავახეთის რაეგიონში, კერძოდ ახალციხე, ადიგენი, ასპინძის რაიონებში, მეცხოველეობის დარგში რძის წარმოება გადამუშავება, საკვებწარმოება და ცხოველთა ჯანმრთელობა.
პროექტის ფარგლებში 2015 წელს ადგილობრივმა ფერმერებმა ჩამოაყალიბეს ფერმერთა ასოციაცია „ერთობა“ რომლის მიზანია მეცხოველეობის დარგის განვითარებაში მათი აქტიური ჩართულობა და ფერმერთა ადვოკატირება სამთავრობო თუ არამათავრობო სტრუქტურებთან.
2018 წლისათვი ფერმერთა ასოციაცია „ერთობა „ და პროექტი „კავკასიური რძე“ გეგმავს განახორციელოს რეგიონალური ფორუმი . ფორუმის მიზანია ასოციაციისა და პროექტის ნამშრომლობის, განვითარების და სამომავლო გეგმების წარდგენა. ფორუმი შედგება ორი ნაწილისაგან : I პირველი ნაწილი გულისხმობს საკონფერენციო შეხვედრას, რომელსაცდაესწრებიან მოწვეული სტუმრები სამტავრობო და არასამტავრობო სტრუქტურებიდან და ფერმერები. II ნაწილი გაიმარტება ღია სივრცეში, რომელსაც ექნება გამოფენა /(გაყიდვის) სახე. სადაც წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში განხორციელებული ექსპერიმენტებისა თუ პროექტების შედეგად მიღებული რძისა და რძის წარმოებისათვის საჭირო თუ მასთან დაკავშირებული პროდუქცია, ტექნიკა და აღჭურვლობა. საკომუნიკაციო საშუალებები და ლიტერატურა, რომლებიც განთავსებული იქნება სხვადასხვა სივრცეში. ყოველივე ამის წარდგენას გაუძღვება ფერმერთა ასოციაცია „ ერთობა“ და პროექტ „კავკასიური რძე“ – ს ტექნიკური ჯგუფი. ამ ფორუმის ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართული სამთავრობო სტრუქტურები, კერძოდ : ახალოციხე, ადიგენი, ასპინძის მერია, ქალთა ოთახები და რაბათის ციხის ადმინისტრაცია. ფორუმი ჩატარედება ახალციხეში რაბათის ციხის ტერიტორიაზე.

Visited 294 times, 1 visit(s) today