ზემო მაჩხაანის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ძეგლი მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ,სოფელ ზემო მაჩხაანში, გომბორის ქედის სამხრეთ- აღმოსავლეთ კალთაზე.იგი დარბაზულია, ნაშენია რიყის ქვითა და ქართული აგურით,ეკლესია ორიგინალური სტილისაა, რაც გამოიხატება აღმოსავლეთიდან მიდგმულ სწორკუთხა შვერილ აფსიდაში ზედ დადგმული სამრეკლოს ფანჩატურით.ეკლესია გვიან შუა საუკუნეებისაა, იკვეთება რამოდენიმე საამშენებლო ფენა,რაც გვიანდელი შეკეთებაა, რესტავრაციის კვალია. 2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად სოფ. ზემო მაჩხაანის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო,ჩასატარებელია შემდეგი ტიპის სამუშაოები – უნდა მოიხსნას კრამიტის გადახურვა,კამარა გასუფთავდეს ძველი, გამოქარული ცემენტის ხსნარისაგან, მოეწყოს ახალი კირხსნარის ფენილი და დალაგდეს მეორადი კახური კრამიტი კირხსნარზე, უნდა გადაეწყოს ქართული აგურის კარნიზი ახლიდან ახალ კირხსნარზე, უნდა მოიხსნას სამრეკლოს თუნუქის სახურავი და აღდგეს მისი გადახურვა თავდაპირველი ხსნარით, ფასადები უნდა გასუფთავდეს ძველი შელესილობის ნაშთებისაგან, გამოიფხიკოს ცემენტის ხსნარი და ქვებთაშორისი ღიობები შეივსოს კირხსნარით, ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში არსებული რუსული აგურის წყობა უნდა მოიხსნას და დაზიანებული ადგილი აღდგეს რიყის ქვის წყობით,ეკლესიის გარშემო უნდა მოეწყოს რიყის ქვის სარინელი კირდუღაბზე. შემსრულებელი: პროექტის ავტორი: პ. ბასიშვილი.

Visited 644 times, 1 visit(s) today