ზერტი-კვარხეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელების, ზერტისა და კვარხეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს, რაზეც მილიონ ლარამდე იხარჯება. პროექტი 4 კმ-მდე გზის ასფალტირებას ითვალისწინებს. სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გაეცნო. მისი თქმით, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და 560 ადგილობრივი მოსახლე ისარგებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით.

Visited 38 times, 1 visit(s) today