ზესტაფონის მერიამ საახალწლო საჩუქრების დარიგება დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დამდეგი შობა – ახალი წელი მზრუნველობამოკლებულ პატარებსა და მოხუცებს, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს, ასევე ომის ვეტერანებს მიულოცეს და სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს. სათნოების სახლ „კათარზისში“ „ორიონსა“ და „ცხოვრების მეგზურში“ საახალწლო საჩუქრები ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა,შალვა კიკნაველიძემ მიიტანეს. ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი – „ორიონი“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, საახალწლო პროგრამით დახვდნენ და საკუთარი ხელით დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გადასცეს.

„ორიონში მოსვლა ყოველთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული ჩვენთვის. ეს ბავშვები ყველასგან გამორჩეულები არიან გულწრფელობით, სითბოთი და სიყვარულით. „ორიონის“ არსებობაც სიკეთესთან, სათნოებასთან და სიყვარულთან ასოცირდება“, – აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში სტუმრობისას.

Visited 94 times, 1 visit(s) today