ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მსახიობებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

მუნიციპალიტეტის გამგეობამ უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს პროფესიული დღესასწაული, ქართული თეატრის დღე მიულოცა. კულტურის სამსახურის უფროსმა მაია ხვედელიძემ და გამგებლის თანაშემწემ ტარიელ კახნიაშვილმა მსახიობებს სიმბოლური საჩუქარი, ყვავილები გადასცა და შემოქმედებითი წინსვლა უსურვა თითოეულ მათგანს. ზესტაფონის თეატრი 1939 წელს დაარსდა. თეატრის ახლანდელი შენობა კი 1962 წელს გაიხსნა, სადაც ბინა სახალხო თეატრმა დაიდო. 1964 წელს ზესტაფონის სახალხო თეატრს ოფიციალურად უშანგი ჩხეიძის სახელობის წოდება, ხოლო 1990 წლიდან კი ზესტაფონის თეატრს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა.

Visited 259 times, 1 visit(s) today