ზესტაფონის მუნიციპალიტეტს 3 ახალი ნაგავმზიდი და 130 ნარჩენების კონტეინერი გადაეცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი 3 ახალი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება. სპეციალური დანიშნულების ავტომობილებთან ერთად, მუნიციპალიტეტში აგრეთვე 130 ახალი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი განთავსდა. სპეციალური ტექნიკა ქალაქს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გადაეცა. ახალი ტექნიკა მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ,მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლება აღნიშნეს, რომ კეთილმოწყობისა და დასუფთევების სამსახურის ავტოპარკის განახლება, ხელს შეუწყობს დასუფთავების ხარისხის გაუმჯობესებას არა მარტო ქალაქის ტერიტორიაზე, უკვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.

Visited 187 times, 1 visit(s) today