ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. დეპუტატებმა დღის წესრიგის მიხედვით, 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას დაუჭირეს მხარი. ცვლილება მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების და კულტურულ ღონისძიებებისთვის დამატებით ხარჯების გაზრდას ითვალისწინებდა. ცვლილების თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, გათბობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, დამატებით 1121, 1 ათასი ლარი გამოიყო. 127,2 ათასი ლარით დაფინანსდა დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი. გაზრდილი ხარჯები შრომითი ანაზღაურების ფონდში მიემართება. 40, 0 ათასი ლარით გაიზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება. საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად დამატებით 10, 0 ათასი ლარი გამოეყო განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს. დეპუტატებმა ასევე საკრებულოს კომისიების დებულებები დაამტკიცეს.

Visited 184 times, 1 visit(s) today