ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავად მომარაგების ხელშეწყობის მიზნით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული პროექტის შესრულება კომპანიას ქვეყნის მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულების საფუძველზე დაევალა.
განხორციელების შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოეწყობა 17.084 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი. აღნიშნული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში რეგიონის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს სოფელ ალავერდში მცხოვრები 175 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს.

Visited 165 times, 1 visit(s) today