ზესტაფონის მუნიციპალიტეტს დამეგობრებული ქალაქიდან ტურისტული ჯგუფი ეწვია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტს დამეგობრებული ქალაქიდან კირიათ ბიალიკიდან ტურისტული ჯგუფი ეწვია. სტუმრები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა მიიღო. ქალაქის დათვალიერების შემდეგ სტუმრები კულტურისა და შემოქმედების ცენტრში მიიწვიეს. კულტურის ცენტრთან არსებულმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა სპეციალურად მათთვის ქართულ ხალხურ მოტივებზე შექმნილი მუსიკალური შოუ – პროგრამა წარმოადგინა. ღონისძიება ერთ საათს გაგრძელდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა და მასპინძლებმა სამომავლო ურთიერთობები დაგეგმეს. ისრაელის ქალაქ კირიათ ბიალიკთან ურთიერთობას 80 – იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ოფიციალური მემორანდუმი კი ორ ქალაქს შორის 2007 წელს გაფორმდა.

Visited 261 times, 1 visit(s) today