ზესტაფონში ახალი საავტომობილო გზის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ზესტაფონში ახალი გზის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო. საერთაშორისო ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი ხევი – უბისა – შორაპანი – არგვეთის გზის მონაკვეთზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების საწყისს ანგარიშს მოიცავდა. მასშტაბური ავტომაგისტრალის პროექტით განსაზღვრულია გვირაბების, ხიდების და სხვა ნაგებობების მშენებლობა. ახალი პროექტის ადგილმდებარეობა E 60 მაგისტრალის ხევი – არგვეთის მონაკვეთი იწყება არსებული რიკოთის გვირაბის დასავლეთით 9 – ე კმ –ზე და მთავრდება სოფელ არგვეთასთან. გზის სიგრძე 41. 665 კმ –ია, სამშენებლო პერიოდის ხანგრძლივობა კი 3 წელი. პროექტის საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

Visited 162 times, 1 visit(s) today