ზესტაფონში გზების გაწმენდის სამუშაოები გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება. შესაბამისი ტექნიკა სოფლის ცენტრალურ საუბნო გზებს ასუფთავებს. სოფელ ზორვეთში გზის გაწმენდის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და მოადგილე ნიკოლოლოზ კრავეიშვილი ადგილზე გაეცნენ. მათი განცხადებით სოფლებში მობილიზებულია ტექნიკა, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს გზის გაწმენდის სამუშაოები. დაზიანებული ელექტროხაზების გამო რამდენიმე მაღალმთიან სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „ენერგო – პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები განმარტავენ დაზიანების ადგილებზე მობილური ჯგუფები მუშაობენ და დღის ბოლომდე დაზიანებების აღმოფხვრა დასრულდება.

Visited 209 times, 1 visit(s) today