ზესტაფონში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ადგილობრივი თანამშრომლობა, იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისთვის“ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის “ადგილობრივი თანამშრომლობა, იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისთვის“ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მანამდე შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს პროექტის მიზნებისა და შედეგების შესახებ. პროექტის ფარგლებში გაძლიერდება მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა და პარტნიორების უნარები დაგეგმონ, მართონ და განახორციელონ ინდუსტრიულ რევიტალიზაციასთან დაკავშირებული პროექტები, ისე რომ მეტი სარგებელი მიიღოს ადგილობრივმა საზოგადოებამ.
შეხვედრაში მონაწილეობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ზესტაფონის, ტყიბულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, პოზნანის მეტროპოლიის ასოციაციისა და მდგრადი განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.
ევროკომისიამ, პროექტის “ადგილობრივი თანამშრომლობა, იმერეთის მეორე დონის პოსტინდუსტრიული ქალაქების გამოცოცხლებისთვის“ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება 2018 წლის ბოლოს მიიღო. პროექტის ბიუჯეტი 355 ათასი ევროა. პროექტი ითვალისწინებს, სამივე ქალაქის ინდუსტრიული რევიტალიზაციისთვის მნიშვნელოვან პროექტებს დააფინანსებს, რისთვისაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებითა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით მომზადდება ინდუსტრიული რევიტალიზაციის გეგმები.

Visited 113 times, 1 visit(s) today