ზესტაფონში ,,ირინეს” პარკსა და ცენტრალურ სკვერებში პარკის სკამების განახლების პროცესი დაიწყება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რამდენიმე დღეში ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე არსებულ დასვენების ადგილებში – ,,ირინეს პარკსა“ და ცენტრალურ სკვერებში ე.წ პარკის სკამების განახლების პროცესი დაიწყება. რეკრეაციული ზონების მოწესრიგების სამუშაოებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის-ცენტრი უზრუნველყოფს, რომელმაც ტენდერის საფუძველზე შერჩეული მომწოდებლისაგან 19 300 ლარამდე ღირებულების 55 ერთეული ,,პარკის სკამის“ ჩაბარების პროცედურები უკვე განახორციელა. თუჯის ფრაგმენტებისა და მესაკუთრე ქალაქის აღმნიშვნელი წარწერის მქონე ახალი სკამების დასვენების ადგილებში შეტანას ააიპ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის-ცენტრი“ 1კვირის ვადაში დაასრულებს.

Visited 476 times, 1 visit(s) today