ზესტაფონში მეტალურგის დღე აღინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონში პროფესიული დღე მეტალურგებს იმერეთში სახელმწიფორწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ,ქალაქის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.ყველაზე ხანდაზმულ ფეროელს პროფესიული დღე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მიულოცა.

“ჯორჯიან მანგანეზის” ორგანიზებით,ზესტაფონში მეტალურგის დღის აღნიშვნა ორი დღეა მასშტაბური ღონისძიებებით მიმდინარეობს. საზეიმო თარიღის ფარგლებში არაერთი ეკოლოგიურიდა გასართობი აქტივობა გაიმართა,ერთ-ერთი მათგანი “გაამწვანე მომავალია“, რომელიც ზესტაფონში 25 ათასზე მეტი ხის დარგვას ითვალისწინებს.

თანამედროვე ქართული მეტალურგია ჩვენი რეგიონის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ნიკოლაძის,სახელიდან იღებს სათავეს, რომელიც უკვე 86 წელია ვითარდება, ტექნოლოგიურად იხვეწება და გარემოსადმი სულ უფრო მეგობრული ხდება.

Visited 122 times, 1 visit(s) today