ზესტაფონში მინი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონში მუნიციპალიტეტში მინი საფეხბურთო მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაცია ამჟამად აღმაშენებლისა და გორგასალის ქუჩებზე მდებარე სპორტულ მოედნებს უტარდება. სტადიონების მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 17677 ლარს შეადგენს, გორგასალის ქუჩაზე არსებული სტადიონის მოწყობაზე კი 36568 ლარი დაიხარჯება. გარდა აღნიშნულისა დაგეგმილია ასევე კულტურისა და დასვენების პარკში არსებული საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება კვალითის დასახლებაში მდებარე სპორტულ მოედნებს.

Visited 148 times, 1 visit(s) today