ზესტაფონში, ქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი იყრება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონში, ქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი იყრება. კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური სამუშაოებს დღეს რამდენიმე ქუჩაზე ახორციელებდა. სამსახურის უფროსის განმარტებით, იმისათვის, რომ მოყინულ გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდოს, ტექნიკური მარილის დაყრა ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის გამო, ამ დროისთვის გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებში ცენტრალური და საუბნო გზები. დარჩენილია რამდენიმე სასოფლო გზა, რომელიც უმოკლეს ვადებში გაიწმინდება. როგორც „ენერგო – პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები განმარტავენ დიდთოვლობას მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია. მათი ინფორმაციით ელექტროენერგია რამდენიმე აბონენტს არ მიეწოდება, დაზიანების ადგილებზე ამ დრომდე მუშაობენ მობილური ჯგუფები და აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

Visited 282 times, 1 visit(s) today