ზესტაფონში ცენტრალური სკვერის მოწყობა სრულდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალიტეტებში სოციალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა აქტიურად გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სისტემატურად ეცნობა. ზურაბ ალავიძე ამჯერად ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ზესტაფონში, პირველად გაკეთდება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრე და ასევე მოეწყობა სკვერი.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილს პროექტის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული ზონა შეემატება. გაუმჯობესდება როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოდ გადაადგილება. პროექტი გასულ წელს დაიწყო და სამუშაოების თებერვლის ბოლოს დასრულდება.

Visited 184 times, 1 visit(s) today