ზესტაფონში, 300 არაგველის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონში, 300 არაგველის ქუჩაზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. პროექტის მიხედვით აღნიშნული გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება, დაგეგმილია სანიაღვრე არხების მოწყობაც. გზის საფარის აღდგენის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 161285 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „იმერეთი“ აწარმოებს. მიმდინარე პროცესებს გამგებლის მოადგილე ნიკოლოზ კრავეიშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მამუკა მახათაძე ადგილზე გაეცნო. მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწესრიგებლად 8 მილიონ ლარმდე დაიხარჯება. პრიორიტეტულ პროექტთა შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების მოწყობა,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების აღდგენა, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოთა რეაბილიტაცია. 2017 წელს მუნიციპალიტეტში 17 – მდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

Visited 448 times, 1 visit(s) today