ზესტაფონში 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ფსიქოლოგიურ პედაგოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ბავშვთა ადრეული განვითარება რეგიონებში“ – პროგრამის ფარგლებში, ადრეული განვითარების ცენტრის ხელშეწყობით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ფსიქოლოგიურ პედაგოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ. პროგრამა ქართულ – გერმანული 2 წლიანი ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამა ასევე ითვალისწინებს, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, ბავშვთა სოციალური, შემეცნებითი და კომუნიკაბელური უნარების განვითარებას. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 17 განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდი შეირჩა, რომელთა გამოკვლევა ეტაპობრივად გაგრძელდება. ადრეული განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა მშობლებს ტესტირების შედეგები გააცნეს და შესაბამისი რეკომენდაციები გაუწიეს. გამოკვლევებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და მოადგილე თემურ საყვარელიძეც ესწრებოდა.

Visited 217 times, 1 visit(s) today