ზეტაფონის სალოტბარო სკოლამ წლის შემაჯამებელი კონცერტი გამართა. ერთ საათიან პროგრამაში სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა საგალობლები, ხალხური სიმღერები და ხალხურ საკრავებზე შექმნილი მელოდიები წარმოადგინეს. ღონისძიება ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, მოადგილეები გერონტი დევდარიანი, ვახტანგ ღამბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე ესწრებოდა. სალოტბარო სკოლა 2015 წელს ჩამოყალიბდა მუნიციპალიტეტში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაზაზე და მის მთავარ მიზანს ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
Visited 167 times, 1 visit(s) today