საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა წმენდის დაწყებიდან უმოკლეს ვადებში აღდგება.
Visited 81 times, 1 visit(s) today