ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართული ოცნებიდან” წავიდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს შედგა კომუნიკაცია ირაკლი ღარიბაშვილთან და მან დაადასტურა, რომ ტოვებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, მიდის პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტიდან, ისევე როგორც პარტიიდან, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფისში პრემიერ-მინისტრისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.
“ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატებები უსურვა გიორგი კვირიკაშვილს პარტიულ საქმიანობაშიც”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი, კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ ეს სამსჯელო თემაა და სიის პირველი ნომერი ლიდერებს შორის იქნება.
მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება პარტიის წევრობასთან დაკავშირებით, პარტიის სამდივნომ გუშინ განიხილა და მიღებულია გადაწყვეტილება მისი პარტიაში გაწევრიანების შესახებ. კვაჭანტირაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მოიაზრება პარტიის თავმჯდომარედ, საბოლოო გადაწყვეტილება კი გაზაფხულზე დაგეგმილ ყრილობაზე იქნება მიღებული.

Visited 187 times, 1 visit(s) today