ზვიად მიხანაშვილი ნარკოპოლიტიკის საკითხებზე გლობალური კომისიის წევრებს შეხვდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი ნარკოპოლიტიკის საკითხებზე გლობალური კომისიის წევრებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ სტუმრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე ზვიად მიხანაშვილმა ხაზი გაუსვა პენიტენციურ დაწესებულებებში პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეულ შედეგებს, ასევე ყურადღება გაამახვილდა – C ჰეპატიტის ელიმინაციის, ტუბერკულოზისა და სუიციდის პრევენციის წარმატებით განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში წამალდამოკიდებული ბენეფიციარების მკურნალობის მიდგომების შესახებ. როგორც ზვიად მიხანაშვილმა განაცხადა, პენიტენციურ სისტემაში ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ შესაბამისი მკურნალობით ისარგებლონ.

Visited 239 times, 1 visit(s) today