იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ უკრაინის ქალაქ ხერსონიდან დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციას ქალაქის მერი, ვოლოგუმირ ნიკოლაენკო ხელმძღვანელობდა. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო. სტუმრები გაეცნენ რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროში გაცვლითი ღონისძიებების საკითხებს. მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
Visited 116 times, 1 visit(s) today