ზვიად შალამბერიძე, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ-ი) წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე ლევან კიკნაველიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ-ი) წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა არსებული კავშირების გაღრმავებასა და განვითარების შემდგომ გეგმებზე ისაუბრეს. საწარმოო და სავაჭრო კომპანია უკვე ეფექტურად სარგებლობენ ჰუალინგის თიზ-ის უპირატესობებით. აღნიშნულ ზონაში ფუნქციონირებს ხის, ავეჯის, ქვის გადამამუშავებელი ქარხნები, სამშენებლო მასალების, ფერო-შენადნობების, სპირტის საწარმოო პროექტები, ასევე IT და სავაჭრო კომპანიები.
ჰუალინგის თიზ-ი ასევე, აქტიურად აგრძელებს მუშაობას უცხოეთის ბაზრებზე სხვადასახვა მიზნობრივი სეგმენტის კომპანიების მოზიდვის მიზნით და ინვესტორთათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. 2019 წელს ხელი მოეწერა და ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების შემდგომ დაიწყება პლასტმასის გადამუშავების 2 ქარხნისა და ხის კარების წარმოების პროექტები. თიზ-ი განვითარების მასშტაბებიდან გამომდინარე, არსებული ტერიტორიის გაფართოებას გეგმავს. აღნიშნულ საქმეში იმერეთის მხარისა და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლები ჰუალინგ ჯგუფის წევრებს თანამშომლობასა და დახმარებას დაჰპირდნენ.

Visited 114 times, 1 visit(s) today