„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ ინიცირებულ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით იმსჯელა და პროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიღებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად. განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის განმარტებით, აღნიშნული პერიოდი ნებაყოფლობითობის რეჟიმში რჩება და ბავშვის მშობელს და კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

Visited 40 times, 1 visit(s) today