ზოგიერთს ჰგონია რომ სიტყვა “მოღალატე“ ძალიან მარტივი სათქმელია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა “მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედრო ოფიცრის გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ხელისუფლების მისამართით გააკეთეს. სესიაშვილის განცხადებით, მან უმცირესობის მხრიდან უსინდისო და მხოლოდ ბოღმაზე აგებული ბრალდებები მოისმინა.

“ბოლო ოთხი-ხუთი წლის მანძილზე უმცირესობაში მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას“ კულტურას ნამდვილად ვერ მოსთხოვ, მაგრამ ის რაც ბოლო დღეების განმვლობაში ვნახე, მათ შორის გადაცემა “არჩევანის“ ეთერში, ეს არის უნამუსობისა და თავხედობის მაქსიმუმის გამოვლინება. ზოგიერთს ჰგონია რომ სიტყვა “მოღალატე“ ძალიან მარტივი სათქმელია. ეს ალბათ იმიტომ, რომ მათი ცხოვრების წესია ასეთი – ასე უცხოვრიათ… მათი დაშლის პროცესიც ალბათ ამის გამოვლინებაა, თუმცა მე ყველას ვაფრთხილებ, ვინც სიტყვა “მოღალატეს“ გამოიყენებს, საკადრის პასუხს მიიღებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ სახელმწიფომ ფორმალურ თუ არაფორმალურ დონეზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძე რუსეთს არ გადასცემოდა.

“მაშინ როდესაც სახელმწიფომ სამართლებრივად აბსოლუტურად ყველა პროცედურა გაიარა, ჩვენ გვესმის არა თუ უსაფუძვლო, არამედ მარაზმის დონემდე აყვანილი ბრალდებები“, – განაცხადა სესიაშვილმა.

Visited 189 times, 1 visit(s) today