ზრდასრულთა განათლების ფესტივალი 2016

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასტუმრო „ რუმს თბილისში“ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) -ის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ ზრდასრულთა განათლება და ადგილობრივი განვითარება“.
ზრდასრულთა განათლება საქართველოში ერთ-ერთი პრიორიტეტულია, პირველ რიგში იმიტომ რომ ეს არის საბაზრო მოთხოვნებთან შესაბამისობა, რაც დასაქმების შესაძლებლობას ზრდის; მეორე-სამოქალაქო განათლების კომპონენტი ზრდასრულთა განათლების პროცესსში და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში: მესამე-ხანმოკლე საგანმანათლებლო პროგრამები უკვე დასაქმებული პირებსათვის, რომლებიც სახელმწიფო სტრუქტურებში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად გადამზადებას საჭიროებენ; დაბოლოს, დამსაქმებლის მიერ თავიანთი კადრების გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და ზრდასრული ადამიანების სხვადასხვა პროფესიებში გადამზადებასა და მათი დასაქმების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
2 ივლისს ვერის პარკში გაიმართა ზრდასრულთა განათლების პროვაიდერთა გამოფენა-გაყიდვა, ხატვის აქცია CCA-ის სტუდენტების და გამოფენის დამთვალიერებლების მონაწილეობით, პროფესიული მომზადების მასტერკლასები თექის და ორიგამის დამზადბაში, ქსოვაში, ქარგვაში და საპარიკმახერო საქმეში ზრდასრულთა განათლების ცენტრების ტრენერების მონაწილეობით.
ფესტივალს ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, DVV international საქართველოს ოფისის დირექტორი ლალი სანთელაძე,
DVV international კავკასიის, თურქეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური დირექტორი მათიას კლინგენბერგი.

Visited 227 times, 1 visit(s) today