ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენსა და შამადელაში დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის მერის მოადგილესთან ერთად მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მათგან არსებული პრობლემების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ნარაზენში მოსახელობამ მხარი დაუჭირა სოფლის ცენტრში არსებული შინმოუსვლელთა სკვერის რეაბილიტაციას. შამადელაში კი ადგილობრივებმა საზარანდიოს უბანში წყალმომარაგების რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი. პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. დღესვე სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა. რეაბილიტირდება 2300 მეტრი გზა, იგება ბეტონის საფარი. გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. ნარაზენში ყოფნის დროს, სახელმწიფო რწმუნებულმა საჯარო სკოლაში რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი დაათვალიერა. ასევე საბავშვო ბაღში არსებულ ვითარებას გაეცნო. სკოლამდე სააღმზრდელო დაწელსებულებაში, სამზარეულოს რეაბილიტაცია საჭირო, რომელიც წელს განხორციელდება.

Visited 99 times, 1 visit(s) today