ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამით ,,მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო.
ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ნონა ესებუას ინფორმაციით, სოფელში სამი ერთეული ტექნიკა მუშაობს და ამ პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მექანიზატორები არიან დასაქმებულნი. სოფელში სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 151 ჰა შეადგენს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო და ის წელსაც გრძელდება.

Visited 175 times, 1 visit(s) today