ზუგდიდის საკრებულოს საანგარიშო სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზსში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საანგარიშო სხდომა გაიმართა.
სხდომა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ გახსნა. საკრებულოს წინაშე ერთწლიანი მუშაობის ანგარიშით წარსდგნენ: საკრებულოს
თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციებისა და კომისიების წარმომადგენლები.
სხდომას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი, ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმმჯდომარე ლაშა გოგია, სამეგრელო_ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Visited 173 times, 1 visit(s) today