ზუგდიდის №1 სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული გამოძიება ჩაატარეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში სისხლის სამართლის საქმის იმიტირებული გამოძიება ჩატარდა. გამოძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები – შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ანაბეჭდების აღება, ნივთმტკიცებების ამოღება, მოწმეების დაკითხვა, ამოცნობა, ბრალდებულის დაკავება და ჩხრეკა ჩაატარეს.
ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა პროკურორის, გამომძიებლების, ექსპერტების, მოწმისა და დაზარალებულის როლი მოირგეს, ხოლო ბრალდებულის როლი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა შეასრულა. გამოძიების ბოლოს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამომძიებლის მიერ ბრალდებულის დაკავება მოხდა. იმიტირებულ გამოძიებაში მონაწილე მოსწავლეებს საქართველოს პროკურატურის სახელით სერთიფიკატები, წიგნები და მაისურები გადაეცათ.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი აზროვნების ამაღლება და საქართველოს კანონმდებლობის პრაქტიკული შესწავლა.

Visited 154 times, 1 visit(s) today