ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია–უშგულის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მიმდინარეობს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მესტია–უშგულის მონაკვეთის 10 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია.
შეგახსენებთ, რომ მესტია–უშგულის გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე განხორციელდება 12,37 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია .
საპროექტო გზა იწყება უღვირის უღელტეხილზე და ჩაუყვება უღვირის ქედის სამხრეთ ფერდობს, იფარის ტერიტორიული ერთეულს „ლენდგვილის“ ხიდამდე.
ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს 2018 წლის 31 იანვრამდე.

Visited 342 times, 1 visit(s) today