ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით, ზუგდიდში, დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 40-მდე ადგილობრივი კომპანია მოქმედი ვაკანსიებით მონაწილეობდა. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის 300-ზე მეტი მსურველი დასაქმების დეპარტამენტის სპეციალურ საიტზე worknet.gov.ge -ზე დარეგისტრირდა.
დასაქმების ფორუმი ტარდება პროექტ „LIFE Georgia”-ს ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სპროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დახმარება დასაქმების პროცესში და მათი დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევებით აღჭურვა.
ერთობლივი თანამშრომლობის გზით და საერთო მიზნებიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს უზრუნველყოფს დასაქმების ფორუმში სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე მსხვილი და საშუალო პოტენციური დამსაქმებლების ჩართვას.
დასაქმების ფორუმი ტარდება პროექტ „LIFE Georgia”-ს ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიებას სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კობა სონღულაშვილი, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მსგავსი ფორუმი უკვე ჩატარდა გორში, მომდევნო ფორუმის ჩატარება კი ქუთაისშია დაგეგმილი.

Visited 283 times, 1 visit(s) today